შეცდომის კოდები
წაიკითხე და წაშალე შეცდომები. თითოეულზე აღწერა, მიზეზები, სიმპტომები, სიმძიმე და რა შეამოწმო.
OBD2 სკანერი და VIN ისტორია ერთ აპში
შეაერთე OBD2 ადაპტერი და ტელეფონი აგიხსნის შეცდომებს, სენსორებს და მანქანის მდგომარეობას. ჩაწერე VIN და ნახე აუქციონის ფოტოები, დაზიანება და ისტორია.
შეამოწმე მანქანა, რომელიც გიდგას, და მანქანა, რომლის ყიდვასაც აპირებ.
ELM327 Bluetooth ადაპტერით, პირდაპირ მანქანის კომპიუტერიდან.
ჩაწერე 17 სიმბოლო ან დაასკანერე კამერით.
ELM327 Bluetooth ადაპტერი ერთდება OBD2 ბუდეში, ჩვეულებრივ საჭის ქვემოთ.
აირჩიე მანქანის ტიპი და მარკა, ჩართე ანთება და დააკავშირე ადაპტერი.
შეცდომები, სენსორები და ქულა გასაგებ ენაზე, საჭიროებისას AI-ის ახსნით.
ეს ფუნქციები უფასოა. საჭიროა მხოლოდ ადაპტერი.
წაიკითხე და წაშალე შეცდომები. თითოეულზე აღწერა, მიზეზები, სიმპტომები, სიმძიმე და რა შეამოწმო.
მანქანის ყველა კომპიუტერის (ECU) პოვნა და მათი შეცდომები ერთ სიაში.
ბრუნები, ტემპერატურა, სიჩქარე და სენსორები რეალურ დროში, გრაფიკით და ჩაწერით.
ერთი ღილაკით სრული შემოწმება, ქულა და ნაპოვნი პრობლემების სია.
Readiness მონიტორები, Mode 05/06 ტესტები და Freeze Frame.
12V ძაბვა, მინიმუმი და მაქსიმუმი, ისტორია. ჰიბრიდებზე მაღალი ძაბვის ბატარეაც.
ზეთის და ტექმომსახურების ინდიკატორის განულება 150+ მოდელზე, ნაბიჯ-ნაბიჯ.
0–100 და სხვა მონაკვეთები, ისტორია და ვიდეო მონაცემებით.
ამოწმებს ადაპტერს, კავშირს და რას უჭერს მხარს შენი მანქანა.
შეცდომები ყველა მოდულში, გარბენის შედარება, ბატარეა და მზადყოფნა. ბოლოს შეფასება.
აანალიზებს კოდებს და სენსორებს და მარტივად გიხსნის, რა ხდება.
ყიდვისწინა შემოწმების შედეგზე გასაგები შეფასება და რჩევები მყიდველისთვის.
ადარებს მოდულებში შენახულ გარბენს. ეხმარება დაგრეხილი სპიდომეტრის პოვნაში.
მგზავრობის ანალიტიკა, ჩასხმები ლარებში და რეალური ხარჯი.
მწარმოებლის მოდულების მონაცემები, ნაწილის ნომრები და ვერსიები.
აშშ-იდან შემოყვანილი მანქანების დიდი ნაწილი აუქციონზე გაიყიდა. VIN-ით ნახავ, რა დაზიანებით და რა ფასად.
ყოველ VIN-ზე.
თვეში 10 მანქანა, ან 2.99 ₾ ერთზე.
აშშ-ის ოფიციალური ტიტულის ბაზა (NMVTIS).
გეგმა ანგარიშზეა მიბმული და ყველა შენს მოწყობილობაზე მუშაობს.
ღრმა დიაგნოსტიკა და AI.
OBD PRO და VIN PRO ერთად.
მათთვის, ვინც მანქანას ეძებს.
OBD2 სტანდარტის თითქმის ყველა მსუბუქ ავტომობილზე: აშშ-ში 1996 წლიდან, ევროპაში ბენზინზე 2001-დან და დიზელზე 2004-დან, ასევე ახალ იაპონურ, კორეულ და ჩინურ მოდელებზე.
ELM327-ზე დაფუძნებული Bluetooth OBD2 ადაპტერი. სანდო მწარმოებლის ადაპტერი უფრო სტაბილურად მუშაობს. VIN შემოწმებას ადაპტერი არ სჭირდება.
წაშლა მხოლოდ თიშავს ნათურას. თუ პრობლემა არ გამოსწორდა, შეცდომა ისევ გამოჩნდება. სერიოზული შეცდომის დროს სჯობს მიმართოთ ხელოსანს.
ფოტოები არსებობს მხოლოდ მაშინ, თუ მანქანა აუქციონზე იყიდებოდა ან ინტერნეტშია გამოქვეყნებული.
აპში ან ვებგვერდზე ქართული ბანკის ბარათით (BOG ან TBC), ან Google Play-ით. ბარათის მონაცემებს ბანკის გვერდზე წერ და OBD360 მათ ვერ ხედავს.
ყოველთვიური გადახდა უქმდება გვერდზე „ჩემი გამოწერა“ ან აპში — PRO რჩება გადახდილი პერიოდის ბოლომდე. ერთჯერადი გადახდა 30 დღე მოქმედებს და თავისით არ გრძელდება. ჩემი გამოწერა
დიაგნოსტიკის ისტორია შენს ტელეფონზე ინახება. დეტალები კონფიდენციალურობის პოლიტიკაშია.

შეცდომები, სენსორები და VIN-ის მონაცემები გადახდის გარეშე.